English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ გიორგი მალაშხია
უსასყიდლო რესურსების წვლილი დოვლათის (სიმდიდრის) შექმნასა და ზრდაში

რა კარგი იქნებოდა, თუ ყველა სახელმწიფოში იარსებებდა სწორი შეხედულება სიმდიდრეზე.

პლატონი

სტატიაში ანტროპოცენტრული მიდგომით- ადამიანთა მოთხოვნილებებისა და მწარმოებლური პოტენციალის პოზიციიდან - დაყენებულია ეკონომიკასა და ადამიანთა ცხოვრებაში დოვლათის (სიმდიდრის) შემქმნელი სრულიად და ნაწილობრივ უსასყიდლო ბუნებრივი რესურსების ადგილისა და როლის გაღრმავებული გაგების აუცილებლობის საკითხი, რასაც ეკომომიკურ მეცნიერებაში აქამდე არ ეთმობა სათანადო ყურადღება.
ავტორის მიერ წამოწეულია ანთროპოგენური უსასყიდლო (დანახარჯებზე მეტი შედეგების მომცემი) რესურსების, მისი მნიშვნელობის, ე. წ. ადამიანკაპიტალის დოვლათის შექმნაში მონაწილეობის ხასიათის, ეკონომიკური შინაარსის პრობლემა. ნაშრომში ახსნილია დოვლათის გამოყენებული სოციალური ენერგიის დანახარჯებზე მეტი, ავტორის მიერ „დამატებულ პროდუქტად“ წოდებული, ფაქტობრივად, უსასყიდლო ნაწილის, მიღების პროცესი, მისი ეკონომიკური მექანიზმი. სტატიაში მოცემულია ეკონომიკური სუბიექტების მოგების, როგორც წარმომავლობით დოვლათის უსასყიდლო (დანახარჯებზე მეტი) ნაწილის, შექმნისა და არსის ახალებური გაგება; უსასყიდლო, გაწეულ დანახარჯებზე მეტი, პოდუქტის მიღება განმარტებულია ორი - მიმდინარე ეკონომიკური (კომერციული) და გენეტიკური, ისტორიული (დაგროვებითი) თვალსაზრისით. აღნიშნული მოვლენები განხილულია ანთროპოცენტრული - ადამიანის, როგორც დოვლათის შემქმნელისა და მომხმარებლის, პოზიციიდან. აქვე ნაჩვენებია თანამედროვე მსოფლიოში სიმდიდრის შექმნისა და ზრდის მასშტაბები, რაშიც სულ უფრო მეტად იზრდება გენეტიკურად დანახარჯებზე მეტი, ფაქტობრივად, უსასყიდლო ნაწილი. მაშასადამე, კაცობრიობის კეთილდღეობის უმთავრეს წყაროდ წარმოგვიდგება სწორედ გენეტიკურად უსასყიდლო დოვლათის (სიმდიდრის) შექმნა.

საკვანძო სიტყვები: უსასყიდლო ბუნებრივი რესურსები,უსასყიდლო ანთროპოგენური რესურსები, უსასყიდლო დოვლათი, დამატებული პროდუქტი, წარმოების დანახარჯები, მოგება როგორც გენეტიკურად უსასყიდლო შემოსავალი, ანტროპოცენტრული მიდგომა,საკაცობრიო პროგრესი.

შესავალი

ძნელია შევაფასოთ ის ფაქტი,რომადამიანები პირველ რიგში უშუალოდ ბუნებისაგან იღებენ არსებობისა და კეთილდღეობისათვის აუცილებელ დოვლათს ყოველგვარი შრომისა და სახსრების დანახარჯების გარეშე. უსასყიდლოდ - მზის სითბოსა და სინათლეს, ჟანგბადს, წყალს და ა. შ. ყოველივე ესწარმოადგენს აბსოლუტურად უსასყიდლო რესურსებს - კვების თუ რიგი სხვა პროდუქტის წარმოებისათვის. დოვლათის წარმოებისათვის საარსებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ წარმომავლობით უსასყიდლო ბუნებრივი რესურსები - წიაღისეული, ფლორა, ფაუნა, ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და სხვ. რომლებიც გამოყენებისათვის შრომისა და სახსრების დანახარჯს მოითხოვს, გვევლინება წარმოების ნაწილობრივ უსასყიდლო საშუალებებად. ასევე უმნიშვნელოვნესი ფაქტია, რომ ნაწილობრივ უსასყიდლო რესურსები წარმოიქმნება თვით საზოგადოებაში, ანუ ანტროპოგენურია, კერძოდ: ცოდნა, გამოცდილება, ტექნიკური მიღწევები, ინოვაციური აზრი და სხვ., რომლებიც გადმოეცემა მოქმედ თაობას წინა თაობებისაგან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ნაწილობრივ უსასყიდლო შედეგების მომტანია ახალი აღმოჩენები, გამოგონებები, სხვა მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები, იდეები, რომელთაც მეტი სარგებლობა მოაქვთ, მათზე გაწეულ დანახარჯებთან შედარებით. ამგვარი ძალების წყალობით წარმოიქმნება საზოგადოების დოვლათშემქმნელი პოტენციალის - სოციალური ენერგიის დიდი ნაწილი.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის, რომ საარსებო დოვლათი ადამიანებს ეძლევა ბუნებისაგან სრულიად უსასყიდლოდ ან ნაწილობრივ უსასყიდლოდ, დანახარჯებზე გადაჭარბებით, ასევე ისიც, რომ გაწეულ დანახარჯებზე მეტი დოვლათი მიიღება ანტროპოგენური რესურსების წყალობით. ამასთან, ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ დოვლათის შექმნაში უსასყიდლო რესურსების წვლილის შესახებ. მეცნიერებას ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია დოვლათის შექმნის უსასყიდლო რესურსების, თვით უსასყიდლო დოვლათის ანალიზისა და შეფასების სრულფასოვანი თეორია. მთელი ეს პროცესი, მისი ეკონომიკური შინაარსი ადეკვატურად ჯერ კიდევ არაა ახსნილი .
აუცილებლად მიგვაჩნია დოვლათის შექმის უსასყიდლო რესურსებისა და თვით უსასყიდლო დოვლათის, ადამიანთა ცხოვრებაში მათი როლისა და ადგილის, წარმოშობის თავისებურებათა, ბუნებრივი და ართროპოგენური უსასყიდლო ძალების,მათი ხასიათის სპეციალური თეორიის ჩამოყალიბება ანთროპოცენტრული მიდგომის - ადამიანთა მოთხოვნილებებისა და მწარმოებლური პოტენციალის პოზიციიდან, ახლებური მიდგომით.

წარმოდგენები უსასყიდლო რესურსების შესახებ

უნდა შევნიშნოთ, რომ ეკონომიკურ მეცნიერებაში, ჯერ კიდევ ფიზიოკრატების დროიდან, უსასიდლო ბუნებრივი რესურსები მოიხსენიებოდა როგორც ხალხთა სიმდიდრის ძირითადი წყარო. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ფუძემდებლები ამტკიცებდნენ უსასყიდლო ბუნებრივი რესურსების მონაწილეობას დოვლათის შექმნაში, მაგრამ ეს არ იყო დოვლათის შექმნაში უსასყიდლო რესურსების როლის, ხასიათისა და შედეგების ახსნა. ა. სმიტი აღნიშნავდა ფასეულობათა შექმნაში ბუნების მონაწილეობის უსასყიდლო ხასიათისშესახებ, მაგრამ ეს არ იყო უსასყიდლო ბუნებრივი რესურსების გამოყენების ხასიათისა და შედეგების კონკრეტული ახსნა. ის წერდა:,,ბუნება ადმიანთან ერთად შრომობს და თუმცა მის შრომას არ ახლავს არავითარი დანახარჯი, მის პროდუქტს გააჩნია თავისი ფასეულობა ისევე, როგორც ყველაზე კვალიფიციური, ძვირადღირებული მუშებისას“ (Смит А. 1993, 80) .
მარქსიზმი თითქმის არავითარ ყურადღებას არ უთმობდა წარმოების რესურსებისა და მისი პროდუქტის უსასყიდლო ხასიათს. ეკონომკურ მეცნიერებაში მხოლოდ ცალკეული გამონათქვამი გვხდება წარმოების რესურსების უსასყიდლო ხასიათზე. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთაკად.ს. სტრუმილინის ნაშრომი. (Струмилин c. 1967,с. 60— 72). ამ საკითხის ძირეული ასპექტები კი ღია რჩება. სულაც არ მოიხსენიება ანტროპოგენური ნაწილობრივ უსასყიდლო რესურსები, მათი ბუნება და გამოყენების უსასყიდლო შედეგები.
ჩვენ შევეცადეთ საკუთარ ნაშრომებშიშუქი მოგვეფინა ბუნებრივი და ანთოპოგენური სრულად და ნაწილობრივ უსასყილლო რესურესების მონაწილეობაზე ადამიანთა საარსებო დოვლათის, მთლიანად მათი ცხოვრების პირობების შექმნაში ( გ. მალაშხია, 1995, 93-141), ასევე, (Малашхия Г. 2018, 12-21) და ( Malashkhia G. 2007, 20–42).ამ ნაშრომების ძირითადი დებულებების მოკლე გადმოცემასა და განვითარებას წარმოადგენს მოცემული სტატია.

რა არის უსასყიდლო დოვლათი?
უწინარესად მინდა დავაზუსტო ცნების - ,,უსასყიდლო დოვლათი“ არსი. ეკონომიკურ მეცნიერებაში უსასყიდლოდ, ანუ თავისუფლად ითვლება დოვლათი, რაც ბუნებაში განუსაზრვრელი ოდეობით არსებობს და რომლის განაწილება არ ხდება, რამდენადაც მისი მიწოდება დიდია. მას არ გააჩნია ფასი. ამით გამოიხატება მისი განსხვავებაეკონომიკური დოვლათისგან, რომლის რაოდენობა განსაზღვრულია. იგი ჩართულია საქონელბრუნვაში, ფასდება ფულით. უსასყიდლო დოვლათად თვლიან მხოლოდ ბუნებრივ მოვლენებსა და საგნებს.
ჩვენი აზრით, დოვლათის უსასყიდლო ხასიათის საკვანძო მომენტია არა ის, რომ ის განუსაზღვრელი რაოდენობით არსებობს, არამედ - წარმოქმნა შრომითი დანახარჯების გარეშე და მათზე მეტად, ასევე მესაკუთრის არ არსებობა, რომელიც მოითხოვდა მის საფასურს. უსასყიდლოდ გვევლინება ის დოვლათიც, რომელიც მიღებულია გაწეულ დანახარებზე მეტად. უსასყიდლო, გარდა ბუნებრივისა, არის რიგი ანთროპოგენური დოვლათი.
უსასყიდლო დოვლათის შესახებ უნდა ითქვას, რომმასშიგამოიყოფა წარმომავლობით აბსოლუტურად ფასგადაუხდელი ბუნებრივი მოვლენები და საგნები, როგორიცაა: მზის სინათლე, სითბო, ჰაერი და ა.შ. და ნაწილობრივ უსასყიდლონი, რომლებიც გვევლინებიან ასეთებად, მაგრამგამოყენებისთვის მოითხოვენ შრომისა და სახსრების დანახარჯებს: წიაღისეული, ფლორა, ფაუნა და სხვ. სრულიად გაუმართლებელია ის, რომ მხედველობაში არ მიიღება დოვლათის შექმნაში ცხოვრებაში უსასყიდლო ანთროპოგენური რესურსების განსაკუთრებული როლი. პირველ რიგში, ასეთი უსასყიდლოა ადამიანთა ბუნებრივი ნიჭი, განსაკუთრებით გამორჩეულთა,გენიოსებისა, რომლებიც პროგრესის ნამდვილ ლოკომოტივებად გვევლინებიან. უსასყიდლოდწარმოგვიდგებაცოდნა, გამოცდილება, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევები, რაციონალური იდეები, აზრები, რომლებიც წინა თაობებისაგან ფასგადაუხდელად გადაეცემა მოქმედ თაობას. ნაწილობრივ უსასყიდლოს მიეკუთვნება მიმდინარე პერიოდის სამენიერო-ტექნიკური შემოქმედების შედეგები, რაც ქმნის ბევრად უფრო მეტად ფასეულ დოვლათს, ვიდრე მათზე გაწეული დანახარჯებია. უსასყიდლო ანთროპოგენურ რესურსებს შეიძლება მივაკუთვნოთ ის დაგროვილი კაპიტალური სიმდიდრეც, რომელმაცუკვე გამოისყიდა მასზე გაწეული დანახარჯები. ყოველივე ეს წარმოადგენს დოვლათისშექმნის დაუშრეტელ წყაროს, მათ შორის - ეკონომიკურისას.
უსასყიდლოძალების სახით მოქმედებს ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარების თანმდევი პროცესები: შრომის დანაწილება (სპეციალიზაცია), თანამშრომლობა, წარმოების კოოპერირება, კონცენტრაცია, კომბინირება, რომლებიც განაპირობებენ ძირითადი რესურსების მწარმოებლურობის ზრდას.

უსასყიდლო რესურსების მოქმედების მექანიზმი
საჭიროა გაირკვეს, თუ როგორ იძლევა განხილული უსასყიდლო რესურსები წარმოების პროცესში გამოყენებისასგაწეულ დანახარჯებზე მეტ, ფაქტობრივად უსასყიდლოდოვლათს,რომელსაც ჩვენ დამატებულ პროდუქტს ვუწოდებთ. შევეცდებით ავხსნათ აღნიშნული, კაცობრიობისათვის უდიდესი მნიშვნელობის, ფაქტი.
დამატებული პოდუქტის წარმოქმნა შეიძლება ჩავწეროთ შემდეგი მარტივი ფორმულის სახით:
Q > Z, Q/Z > 1, Q -Z = Q,
სადაც: Q არის წარმოების შედეგი (პროდუქტი), Z - წარმოების დანახარჯები, > მეტობისნიშანი, - ნაზრდის ნიშანი.
ეს ფორმულა, თითქოსდა წინააღმდეგობრივია: შედეგი არ უნდა იყოს დახარჯულ სახსრებზე მეტი, თუკი ex nihilo nihil - არაფრისაგან არაფერი არ წარმოიქმნება. საიდან უნდა გაჩნდეს წარმოების მეტი პროდუქტი, როცა არსებობს მასისა და ენერგიის მუდმივობის კანონი? სინამდვილეში მწარმოებლური საქმიანობა ჩვეულებრივ იძლევა მეტ სარგებლობას ადამიანებისათვის დახარჯულ სახსრებთან შედარებით. ეს არის წარმოების საზრისის მნიშვნელოვანი მხარე. დამატებული პროდუქტი ეკონომიკის განვითარების, ადამიანთა ცხოვრების პროგრესის, კეთილდღეობის ამაღლების წყაროა. მისი მიღების ფაქტი რეალობაა. ფაქტობრივად, აღნიშნულ უტოლობას ადგილი აქვს ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. არავითარი უტოლობა არ შეინიშნება მოხმარებული რესურსებისა და მიღებული პროდუქტის სიდიდეთა ფასეულობის მხრივ. დანახარჯებისა და მიღებული პროდუქტის ეკონომიკური სხვაობა უტოლდება უსასყიდლო ფაქტორების დამატებულ პროდუქტს. საქონლის ფასი კი ყალიბდება ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, რომელშიც აისახება ბუნებრივი რესურსებისა და შექმნილი პროდუქტის სარგებლიანობა.
მაშასადამე,სულ უფრომეტი სიდიდით დამატებული (დანახარჯზე მეტი) პროდუქტის მიღება, სრულად და ნაწილობრივ უსასყიდლო ბუნებრივი და ანტროპოგებური რესურსების გამოყენების შედეგია. კაცობრიობა თავისი ცხოვრების დასაბამიდან არსებობს, პირველ რიგში, ბუნებრივირესურსებისუსასყიდლოგამოყენებით.

უსასყიდლო რესუსების გამოყენების მასშტაბები

მზის ენერგიის საშუალო რაოდენობა, რომელიც სადღეისოდ გადაეცემა დედამიწის ატმოსფეროს კოლოსალურია - დაახლოებით 1,353 კვტ/მ 2 , ანუ 178000 ტერავატი.წყლის დღეღამური მოხმარება მსოფლიოში აღწევს 26 540 მლრდ ლ, ანუ 4280 ლ მოსახლეობის ერთ სულზე. აქედან 72 % ხმარდება მორწყვას, 17<5 % - მრეწველობის საჭოროებებს(Данилов-Данильян2009,2009,10).ნავთობი ადამიანების მიერ გამოიყენება უძველესი დროიდან. 2019 წელს კი მსოფლიოში მთლიანად მოპოვებული იყო 75243 ათასი ბარელი დღეღამეში, 2020 წ. - 69093 ათასი ბარელი. ბუნებრივი აირის მოპოვება და გამოყენება დაიწყო XIII-XIX საუკუნეებში. აირს მაშინ იღებდნენ ქვანახშირდან საფრანგეთსა და ინგლისშიქალაქების გასანათებლად. გაზის გენერატორები XIXსაუკუნეში გამოჩნდა. 2019 წელს კი მსოფლიოში ბუნებრივი აირის მოპოვებამ 4086 მლრდ. კუბურ მეტრს მიაღწია, 2020 წელს - 3962,0 მლრდ კუბურ მეტრს(https://ru.wikipedia.org ›wiki ›При).სხვადასხვა სახის ლითონის მოპოვება მსოფლიოში 2019 წელს აღწევდა 3, 25 მლრდ ტონას, აქედან 94%, ანუ 3, 04 მლრდ ტონა იყო რკინის მადანი. მოპოვებული მადნეულიდნ 207,5 მლნ. ტონას შეადგენდა ფერადი ლითონები, მათ შორის ოქრო, ვერცხლი და სხვ.
კაცობრიობისისტორიის მანძილზე სასარგებლო წიაღისეულისმთელი მოპოვებული რაოდენობიდან უდიდესი ნაწილი მოდის XXსაუკუნეზე: ნავთობის - 99, 5%, ქვანახშირის - 90%, რკინის მადნის - 87%, სპილენძის - 80 %, ოქროსი - 70% და ა. შ.
ადამიანთა მიერ გამოიყენება ასევე უსასყიდლო ქარის, ზღვისა და ოკეანის მიმოქცევის ენერგია და სხვ.
ყველა ამ უსასყიდლო ბუნებრივი რესურსის გამოყენება დოვლათის (სიმდიდრის) შექმნისა და ზრდის, საზოგადოების განვითარების, ხალხის კეთილდღეობის ამაღლების ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობაა. ეს ხდება ბუნებრივი რესურსების ადამიანურთან შეერთების, ეკონომიკურ ფაქტორად გადაქცევის,საზოგადოების მწარმოებლურ პოტენციალად - სოციალურ ენერგიად ტრანსფორმაციის გზით. ის მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება განხილულიუასყიდლო რესურსების გამოყენების მასშტაბებითა და ხარისხით. ეს მასშტაბები კი ადამიანთა გავითარების, მისი უნარებისშედეგია, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულიაცოდნაზე, გამოცდილებაზე, შემოქმედებითი ძალებისგანვითარებაზე, რაც შეადგენს ,,ადამიანკაპიტალის“ელემენტებს, განსაზღვრავენ მისსიდიდეს.საბოლოო ანგარიშით, ადამიანკაპიტალი განაპირობებს უსასყიდლო ბუნებრივი რესურსების გამოყენების ზომასა და ხარისხს.
,,ადამიანკაპიტალი“ წარმოადგენს სწრაფად მზარდ, უმეტესადუსასყიდლო რესურსს. მთელ პროდუქციაში ინფორმაციული ნაწილის და ინფორმაციულობის ზრდის პირობებში, ის იქცევა ფიზიკური კაპიტალის შემცვლელად, სხვა რესურსების ეფექტიანობის ზრდის ფაქტორად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ადმიანკაპიტალმა შეადგინა მსოფლიოს მთელი სიმდიდრის 360, 6ტრლნ დოლარიდან 80 % (Корчагин Ю. А., Маличенко И. П. 2020,76).
კაცობრიობისმიერმწარმოებლურ საქმიანობაში გამოიყენება ანთროპოგენური რესურსების უზარმაზარი რაოდენობა, რაც დიდწილად, უსასყიდლოა. მშპ-ის შექმნის რესურსების ზრდის სტრუქტურაში ცოდნის ეკონომიკის წილს განსაზღვრავენ 1950 წლიდან 2000 წლამდე 10 -დან 20 %- მდე მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში- 50 %- მდე. (2017, “Экономические стратегии“).
ადამიანკაპიტალის ფიზიკურ კაპიტალთან შედრებით წინმსწრებიროლისმაჩვენებელისაა,რომმეცნიერულისაქმიანობისშედეგების(აღმოჩენების,გამოგონებების,მეცნიერულიინფორმაციის),ასევე მეცნიერ მუშაკთა რაოდენობის ზრდა,XXსაუკუნეში განსაკუთრებით თვალში საცემი იყო. 100 წლის განმავლობაშიგაკეთდა უფრო მეტი აღმოჩენა, ვიდრეკაცობრიობის მთელი წინაისტორიის მანძილზე(Рольнаукивсовременном обществе -СГУ https://www.sgu.ru › statiStudentov).
საჭიროა ნათლად გვესმოდეს უსასყიდლო რესურსების მოქმედებით დოვლათის ზრდისპროცესისგამოვლინებათადადამატებულიუსასყიდლოპროდუქტის წარმოქმნის პროცესი.
ბუნებრივი რესურსების უსასყიდლო ხასიათი, პირველ რიგში, დაკავშირებულია მათ წარმომავლობასთან, ე.ი. იმასთან, რომ ისინი შექმნილია თვით ბუნების მიერ ადამიანის მონაწილეობის გარეშე. ბუნებრივი საგნებისა და მოვლენების თვისებები, მათი გამოყენების მასშტაბები, გადამწყვეტიასაწარმოო პროცესის შედეგების მიღებისას. ეს პირველ რიგში, ისაა, რომ შექმნილ დოვლათში მოცემულია თვით ბუნებრივი რესურსების ადამიანისათვის სასარგებლო, სამომხმარებლო თვისებები.
დოვლათის წარმოება ადამიანსა და ბუნებას შორის განსაკუთრებული თანამშრომლობაა. ბუნების მხრივ მწარმოებლების უსასყიდლო მომსახურების, წარმოების პროდუქტის შექმნაშიამგვარიმონაწილეობის ხასიათი ის ფაქტია, რომელიც წარმოიშვებაბუნებასადაადამიანებს შორისეკონომიკურ ურათიერთობათა არარსებობის პირობებში. დიდი სარგებელი შეინიშნება ადამიანის ზემოქმედებისას ბუნებაზე, მაგალითად, მცენარეთა თუ ცხოველების ახალი, ბუნებრივთან შედარებით უფროსრულყოფილი ჯიშების შექმნისას, დედამიწის ცალკეულ ადგილებზე ცხოვრებისპირობათაგაუმჯობესებისღონისძიებათაგანხორციელებისას.უზარმაზარი სასარგებლო შედეგების, ეკონომიკური ეფექტისშემცველია პროდუქციის ახალი სახეობები, ახალი ტექნოლოგიები, წარმოების ორგანიზაციის მეთოდები, რაც ჩვეულებრივ მრავალჯერ აღემატება მათ შემუშავებაზეგაწეულ დანახარჯებს.
ბუნებრივ პირობათა სარგებლობა შეიცნობა და გამოიყენება ადამიანთა მიერ სულ უფრო ფართოდ, უზარმაზარი მასშტაბით მათი თვისებების შეცნობის გაღრმავების, წარმოების ტექნოლოგიისა და ორგანიზაციის გაუმჯობესების კვალობაზე.
უსასყიდლო დოვლათის (დამატებული პროდუქტის) მიღების მნიშვნელოვანი საშუალებებია: წინამორბედ თაობათა მიერ მოქმედი თაობისათვისფასგადაუხდელად გადმოცემული ცოდნა, გამოცდილება, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები, ინოვაციური იდეები, რაციონალური აზრი, რომლებზეც გაწეული დანახარჯები გამოსყიდულია. ამას ემატება მიმდინარე პერიოდის მეცნიერულ-ტექნიკური და ორგანიზაციული სიახლეები, ნოვაციები, რომელთა გამოყენების შედეგებისჭარბობსმათზე დახარჯულ სახსრებს, რადგანაცინოვაციების უსასყიდლო სიკეთენი წამოიშვება მათი თვისებებიდან:-სარგებლობის ბუნებრივი პოტენციალიდან,გამოყენების ხანგრძლივი ვადიდან, სარგებლობის შენარჩუნებიდან გამოყენების პროცესში, პირიქით, შესაძლო ზრდიდან. ეს თვისებები დაკავშირებულია სიახლეთა მეშვეობით ბუნების ძალთა მოქმედებასთან.
შემდეგ,ანთროპოგენურიინოვაციები არ წარმოადგენენკონკრეტულ პირთაჩვეულებრივ საკუთრებას. განსაკუთრებული მნივნელობა აქვს მათი დაგროვებისა და გამოყენების თავისებურებას. მათი დაგროვება ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ფიზიკური კაპიტალისა იმის გამო, რომ ისინი არ ქრებიან გამოყენების დროს. მათი მწყობრიდან გასვლა, ფიზიკური კაპიტალისაგან გნსხვავებით, ხდება მხოლოდ მორალური დაძველების შედეგად. აღნიშნული გარემოების გამო, კაცობრიობის მთელი ცხოვრების მანძილზე, ფიზიკურ კაპიტალზე სწრაფად გროვდებოდაცოდნა, გამოცდილება, მეცნიერულ-ტექნიკური იდეები, მიღწევები,რაც ბოლო პერიოდში სულ უფრო მზარდი მასშტაბით გამოიყენება პრაქტიკაში - დოვლათის წარმოების სფეროში.
რესურსების უსასყიდლო ხასიათიწარმოიქმნებაკაპიტალურიდოვლათის თვისებიდანაც, რაც მისი არსებობისა და სამსახურისხანგრძლივობასთანაა დაკავშირებული. ისჩვეულებრივ მწყობრიდან მრავალი წლის მანძილზე არ გამოდის, რაც ბევრად აღემატება მისი წარმოების დროს.ეს განაპირობებს წარმოებასთან შედარებით მისი დაგროვების გასწრებასაც. კაპიტალური რესურსები მათზე გაწეულ დანახარჯებს რამდენიმე წლის მანძილზე გამოისყიდიან, რის შემდეგ ისინი ადამიანებს ემსახურებიან უსასყიდლოდ. დანახარჯებს საჭიროებს მხოლოდ მათი შენახვა და ექსპლუატაცია, რაც მათგან მოტანილ სარგებლობაზე გაცილებით ნაკლებია. ეს ფაქტი საზოგადოებისათვის უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტის მომტანია.
ყურადღებას იმსახურებს წარმოების ფუნქციონირებისა და განვითარების კანონებისა და კანონზომიერებათა, წარმოების სფეროში მიმდინარე პროცესების - შრომის დანაწილების (სპეციალიზაციის), კოოპერირების, თანამრომლობის, კონცენტრაციის, კომბინირების უსასყილო შედეგები, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის მწარმოებლურობის გადიდებას, რესურსების ეკონომიას ყოველგვარი დანახარების გარეშე.
რესურსების, მათ შორის ნაწილობრივ და მთლიანად უსასყიდლოთა, რაოდენობა სადღეისოდ უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს, რაც იძლევა დამატებითუსასყიდლო დოვლათის (სიმდიდრის) დიდი ოდენობით მიღების გარანტიას. ეს მოვლენა სხვანაირად - განიხილება, როგორც წარმოების, ადამიანთა საქმიანობის ეფექტიანობის გადიდება, შრომის მწარმოებლურობის ზრდა.
უსასყიდლო (უდანახარჯო) ბუნებრივი რესურსების სასარგებლო თვისებები უერთდება ტექნოლოგიური პროცესების გარდამქმნელი მოქმედების შედეგებს, რითაცისინიახალთვისებებს იძენს ადამიანთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ეკონომიკურ ურთიერთობათა პირობებში გადაიქცევა ღირებულების მატარებლად და მშპ-ის ნაწილად. ამით, ქვეყნის ეკონომიკურიპოტენციალი იზრდება იმ ზომით, რა ზომითაც უსასყიდლო ბუნებრივი რესუსები ერთვება დოვლათის შექმნის პროცესში, უერთდება მას როგორც გამადიდებელი ღირებულება. ასევე ხდება ანტროპოგენური უსასყიდლო რესურსების გამოყენებისშემთხვევაშიც. სწორედ ეს პროცესი წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ძირითად წყაროს.

ეკონომიკის აღმავლობის დაჩქარება მსოფლიოში

როგორც ცნობილია,ეკონომკური ზრდის არსებითიდაჩქარება, თავიდან ისტორიულადმოხდა ინგლისში XVIIIსაუკუნის მეორე ნახევრიდან, ხოლო შემდეგ სხვა თანამედროვე განვითარებულ სახელმწიფოებში სამრეწველო და მეცნიეულ -ტექნიკური რევოლუციების წყალობით. 1770 წლიდან XXსაუკუნის დასასრულამდე, განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებში მშპ-ის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 3 % , ხოლო მოსახლეობისერთ სულზე გაანგარიშებით ზრდამ 2 % შეადგინა. ( Торкунов А. В. 2001,98). XXს. დასაწყისიდან, ერთ ადამიანზე გაანგარიებით, რეალური შემოსავალი საშუალოდ მსოფლიოში დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა. განვითარებულ მსოფლიოში ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იყო. ეს უეჭველად დიდი ისტორიული პროგრესის ნიშანია.
ჩვენი გათვლებით, დოვლათის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზეგაანგარიშებით, მსოფლიოში მთელი ისტორიის მანძილზე2021წელს79,4-ჯერ გაიზარდა. იგივე მაქსიმალური მაჩვენებელი (ლუქსემბურგისა)უდრიდა 556-ს. მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებისაკი 204,5-ს. ეს მონცემები ირიბად გამოხატავს უსასყილლო ბუნებრივი და ანტროპოგენური რესურსების როლს დოვლათის შექმნასა და ზრდაში.
ძნელია განვსაზღვროთ საერთო, გენეტიკური (დაგროვილი) უსასყიდლო რესურსების წვლილი დოვლათის (სიმდიდრის) შექმნაში. ჩვენ შევეცადეთ საორიენტაციოდ ისშემდეგნაირად განგვესაზღვრა.მიახლოებით ვანგარიშობთ პირველყოფილი, ცოდნითა და ტექნიკური საშუალებებით შეუიარაღებელი მშრომელის, როგორადაც შეიძლება ჩავთვალოთ დღევანდელი ყველაზე დაბალი განვითარების ქვეყნის (მაგალითად, ბურუნდის) მუშაკი, შრომის მწარმოებლურობას,რაც შეადგენს 1818 დოლ. მის 2/3 -ს, ანუ 1218 დოლ. მივაწერთ დანახარჯიან ნაწილს, 1/3 -ს, ანუ 600 დოლ. -უსასყიდლო რესურსებს. პირვეყოფილი ადამიანის მწარმოებლურობის სიდიდის დანახარჯიანი ნაწილისტოლად ვიღებთ თანამედროვემუშაკისგენეტიკურად დანახარჯიან ნაწილს,რაც შეადგენს მისი ფაქტობრივი მწარმოებლურობის 42616 - ის 2,89 %-ს. 42616-41386 = 1230-ს. 1230 Х 100 : 42616 = 2,89. დანარჩენი 100 – 2,89 = 97, 11% -ს, ე.ი. 97, 11% იქნება გენეტიკურად უსასყიდლო მთელი გავლილი წინაისტორიული პერიოდის დაგროვილი რესურსების წილი 2021 წელს შექმნილ დოვლათში (მშპ- ში).ცხადია, ეს ციფრი არ წარმოაგენსზუსტ მაჩვენებელს, მაგრამ იძლევამიახლოებთ წარმოდგენასგენეტიკურად დაგროვილი უსასყიდლო რესურსების გადამწყვეტ როლზე დოვლთის შექმნაში. სხვანაირად, ეს ნიშნავს, რომ მოქმედი თაობის მიერ პროდუქციის შექმნაში დიდია წინა თაობების, მთელი წარსული განვითარების ფარული წვლილი.
შევნიშნავთ,რომ ამ მაჩვენებელთან ახლოსაა აშშ-ის მშპ-ის ზრდაშიტექნიკური პროგრესის, ე. ი. ინტენსიური ფაქტორების წილის შესახებ რ. სოლოუს მონაცემი, რომლის მიხედვით, 1909- 1949 წლებში ის შეადგენდა 80% (Станислав Н.И, 2020,122). ნათელია, რომ ეს წილი ბევრად მაღალია ამჟამად და უთუოდ ახლოსაა დოვლათის შექმნაში გენეტიკურად უსასყილდო რესურსების წვლილის შესახებ ჩვენ მიერ ზემოთ მოტანილ მონაცემთან.
არსებობს მტკიცება, რომ მშპ-ის შექმნაში ერთ-ერთი ფაქტორის - ცოდნის ეკონომიკის წვლილი 1950-2000 წლებში მსოფლიოში 20 %-მდე გაიზარდა, ხოლო გავითარებულ ქვეყნებში - 50 %-მდე (Аганбегян А. 2017,66–79. ).
მეცნიერებისა და პრაქტიკისათვის უთუოდ საინტერესო და არსებითი მომენტია დოვლათის შექმნაში არა მარტო ექსტენსიური და ინტენსიური ფაქტორების როლისა და თანაფარდობის, არამედ უსასყიდლო ფაქტორების წვლილის დადგენა.
შთამბეჭდავია მსოფლიოში სიმდიდრის ზრდის ტემპები, რაც სულ უფრო მზარდი და უზამაზარი მასშტაბებით, უსასყიდლო რესურსების გამოყენების შედეგია.

მსოფლიოს სიმდიდრის დინამიკა 2010- 2019 წლებში
ცხრილი 1

2010წ. 2019 წ 2011-2019 წწ.%

სულ, ტრლნ . დოლ.
მოსახლეობის ერთ
სულზე, დოლ. 239

53302 360

70850 150,6

133,0
წყარო: შედგენილია სტატიის ავტორის მიერ

წარმოების რესურსების და მათი გამოყენების უსასყიდლობა ეკონომიკური ფორმით, ნათლად ვლინდება გაწეულ დანახარჯებზე მეტი პროდუქტის მიღებით, კერძოდ, განსაზღვრულ ღირებულებით სიდიდეში -- ეკონომიკური სუბიექტების მოგებაში.

მოგება როგორც უსასყიდლო დოვლათი
ამასპექტითმიზანშეწონილადმიმაჩნია განვიხილო მოგებაროგორც დამატებული, ანუ დანახარჯებზე მეტი ოდენობით მიღებული დოვლათი.სწორედ ეკონომიკურ მეცნიერებში უსასყიდლო რესურსების არსებობის უგულებელყოფა იწვევს დოვლათის კვლავწარმოებისა და განაწილების, მოგების არსებისა და წარმოქმნის გაგების შეუსაბამობას რეალობასთან.
,,მოგების“ცნება მეცნიერებაში დიდ ხანია არსებობს. ის მოიხსენიება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ბერძენი მოაზროვნეების პლატონის, არისტოტელეს, ქსენოფონტეს და სხვათა ნაშრომებში (Всемирная история экономической мысли. т. 1. М., 1987,118). მოგება, სხვადასხვა აზრით, განიხილებოდა. მას რისკისათვის საზღაურად მიიჩნევდა თ. აქვინელი. ა. სმიტი მოგებას რამდენიმე კუთხით განიხილავდა:როგორც კაპიტალის პროდუქტიულობისშედეგს,გასამრჯელოსკაპიტალისტისსაქმიანობისადა რისკისათვის, მუშათა შრომით შექმნილი ღირებულების აუნაზრაურებელ ნაწილს (Смит А.,1962, 64). დ. რიკარდო თვლიდა, რომ მოგება არის საქონლის ღირებულებიდან ხელფასის გამოკლებით მოღებული ღირებულება(Рикардо Д.,1955,35).არსებულ მოსაზრებათა მიხედვით მოგება არის: კაპიტალის ფაქტორული, მისი მფლობელის მიერ მითვისებული შემოსავალი(ბ. სეი), გასამრჯელომეწარმის ფუნქციის შესრულებისათვის(ი ტიუნენი), სიახლეთა შემოღების,ინოვაციათა დანერგვისგასამრჯელო(ი. შუმპეტერი). რისკის კომპენსაცია საბაზრო განუსაზღვრელობის პირობებში(ფ. ნაიტი), წარმოების მეოთხე - ორგანიზატორული ფუნქციის შემოსავალი (ა.მარშალი), მეწარმეობრივი საქმიანობის ორგანიზაციის, წინასწარმეტყველების, პასუხიმგებლობის შემოსავალი (თანამედოვე ეკონომიკსი) და ხსვ. ამჟამად მოგების არსებობა ეკონომიკურ მეცნიერებაში გაგებულია მარტივი კომერციული აზრით,როგორცგაყიდულისაქონლისა და მომსახურების ღირებულების გადაჭარბება წარმოების დაბახარჯებზე (Пирс, 1997, 406. ) და ა. შ.
მოგება რთულიეკონომიკური კატეგორიაა, რომლის გაგება დაკავშირებულია შემეცნებით სიძნელეებთან. ამაზე ხშირად მიუთითებენ. მაგალითად, პ. ჰეინე აღნიშნავს: ,,შესაძლოა არც ერთი ეკონომიკურიტერმინი, ცნება არ გამოიყენებაისე წარმოუდგენლად მრავალი მნიშვნელობით, როგორც ,,მოგება“ (Хейне П. 1997, 353).
მოგების არსებული თეორიებიდან არც ერთი არ უკავშირებს მას პირდაპირ ან ირიბად უსასყიდლო საწარმოო რესურსებს, მათ გამოყენებას. ჩვეულებრივ არ უჩვენებენ მოგების რეალურ წყაროს, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვსმისი რაობის გაგებისთვის. არავინ ცნობს მისი წაროქმნის პროცესში უსასყიდლო ელემენტების მონაწილეობას.
უფრო დაწვრილეით შევეხებიკ.მარქსის მოგების ერთ-ერთ თეორიას - რომელიც ფართოდაა გავრცელებული და რომელსაც პრეტენზია აქვს სწორად გვიჩვენოს მოგების წყარო, მისი ადგილი ეკონომიკურ ურთიერთობებში კაპიტალიზმის დროს (კ. მარქსი, 1954, 51-53). ამ თეორიის შინაარსი მოკლედ შემდეგია: მუშები ქმნიან საქონელს, მათი შრომა ქმნის საქონლისღირებულებას. ისინისაქონლისშექმნისას მუშაობენ თავიანთთვის, სამუშაო დროის ნაწილის განმავლობაში, რასაც მარქსი აუცილებელ სამუშაო დროს უწოდებს. ამ დროში, მისი აზრით, იქმნება წარმოებული დოვლათის აუცილებელ პროდუქტად წოდებული ნაწილი, რომელიც შეადგენს მუშათა ხელფასს - მათი და მათი ოჯახის შენახვის საშუალებათა ღირებულებას. მთელ და აუცილებელ სამუშაო დროთა სხვაობის, მარქსის ტერმინოლოგიით, ზედმეტი სამუშაო დროის განმავლობაში, მუშის მიერ იქმნება ზედმეტი პროდუქტი (ზედმეტი ღირებულება), ანუ ის, რაც მიითვისებაკაპიტალისტის მიერ დაუმსახურებელი შემოსავლის სახით. ზედმეტი პროდუქტი (ზედმეტი ღირებულება) არის კაპიტალისტის მოგება. მის წარმოქმნასა და მითვისებას მარქსი უწოდებს კაპიტალისტების მიერ მუშების ექსპლოატაციას.
ერთი შეხედვით, ეს ლოგიკურად აგებული კონცეფცია, ჩვენი აზრით, არ იძლევა სწორ წარმოდგენას მოგებაზე, არ ასახავს კაპიტალისტურ ეკონომიკურ ურთიერთობათა სინამდვილეს. ჯერ ერთი, ცალკე ფაქტორი, მათ შორის უმნიშვნელოვანესი - მუშათა შრომა, არ ქმნის არავითარ პროდუქტს და არც ღირებულებას. ის ყველა ფაქტორის ერთობლივი მოქმედების შედეგია. შემდგომ, წარმოების დანახარჯებზემეტად მიღებული დამატებული პროდუქტის უფრო ნათლად წარმოდგენისათვის, ის უნდა განვიხილოთ რესურსების წარმომავლობის, მისი ხასიათისა და გამოყენების წესის მიხედვით. ასეთ ანალიზს ჩვენი წინა მსჯელობების საფუძველზე შეუძლია მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ დამატებული, ანუ დანახარჯებზე მეტად მიღებული პროდუქტის, წარმოქმნის - მოგების წყაროა უსასყიდლო რესურსები, მათი გამოყენება. საბოლოოდ, მოგება გვევლინება შექმნილი პროდუქტის უსასყიდლო ნაწილად.
შემოსავლების განაწილების არსებული წესის მიხედვით, მოგება მიითვისება წარმოების საშუალებების მფლობელთა და წარმოების ორგანიზატორთა (მეწარმეების) მიერ. რაღაც ნაწილი მიეცემა მუშებსაც. კაპიტალისტები, მარქსის თვალსაზრისით, წარმოგვიდგებიანპარაზიტებად. სინამდვილეში, როგორც წესი, არიან მშრომელები. რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ დოვლათის, საზოგადოების სიმდიდრის შექმნაში. მაგრამ, ჩვენი გაგებით, მათ მიერ არსებულ ეკონომკურ ურთერთობათა სისტემის, სოციალური გარემოს, დაქირავებული შრომის პირობებში ეკონომიკური ძალაუფლების - წარმოების საშუალებათა საკუთრებისა და მეწარმეობრივი ფუნქციის წყალობით, მიითვისება კუთვნილზემეტი. ამით გამოიხატება ძირითადი უსამართლობა, რაც ახლავს კაპიტალიზმს. ამასთან, შევნიშნავთ იმას, რომ კაპიტალისტთა მიერ მითვისებული მოგების დიდი ნაწილი საზოგადოებას ხმარდება სამუშაო ადგილებს შესაქმნელად, დოვლათის წარმოებსათვის ეკონომიკაში ინვესტიციების, ასევე სოციალური მიზნებისათვის, მოსახლეობის საერთო კეთილდღეობისათვის, სხვა საზოგადოებრივი დანიშნულებისათვის გაღებული სახსრების სახით. მაშასადამე, ხდება კაპიტალის სოციალიზაცია, რასაც მარქსი არ ითვალისწინებდა. მთლიანობაში კაპიტალისტების მოგება არ შეესაბმება მათ დამსახურებულ სარგოს, როგორადაც ის აღიარებულია საერთოდ, მასზე მეტია. მისი ნაწილი ხმარდება კაპიტალისტთა კერძო ინტერესებს, პირად კეთილღეობას, ზედმეტ ფუფუნებით მოხმარებას, პრესტიჟს და სხვ. ამდენად მოგებას ახლავს უსამართლობა.
კ. მარქსი საერთოდ არ შეხებია წარმოების რესურსებისა და მიღებული დოლათის ნაწილის უსასყიდლობას, რაც ზემოთ ჩვენი განხილვის მთავარი საგანი იყო.
მოსახლეობის მცირე ნაწილის - მდიდართა მიერ დამატებული პროდუქტის - მოგების დიდი წილის მითვისებას ცხადყოფს ფაქტები. მაგალითად, 1980- დან 2013 წლამდე კომპანიების წმინდა მოგება გაიზარდა 5-ჯერ, რამაც მსოფლიო ეკონომიკის ზრდას70 %-ით გადააჭარბა. ამჟამად კორპორაციების მოგების წილი მსოფლიოს მთლიან პროდუქტში შეადგენს 9,8%-ს. მხოლოდ აშშ -ში კოპორაციების მოგებაზე მოდისრეკორდული წილი 1929 წლიდან მშპ-ის 11,9 %. იაპონური გაზეთის -„Nikkei“, მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მსოფლიოს 10,2 ათასიწამყვანი კომპანიის წმინდა მოგებამ 712,7 მლრდ.დოლ. შეადგინა. ის წინა წლის ბოლო კვარტალთან შედარებით 14 პუნქტით გაიზარდა.
ნათელია, რომ ამ შემოსავლებში მოქცეულია უზარმაზარი სიკეთე, რომელიც არაა კონკრეტულ პირთა მიერ შექმნილი. ის სინამდვილეში, სამართლიანობის ძალით, როგორც საყოველთაო ფაქტორებისპროდუქტი,უნდა ეკუთვნოდესმთელ საზოგადოებას, ხმარდებოდეს საერთო კეთილდღეობას. მაგრამ ის, რაც დღეისათვის გვაქვს, მთელი ისტორიული პროცესის ნაყოფია.უნდა ვივარუდოთ, რომ განვითარების ტენდენციის ლოგიკამიგვიყვანს შექმნილი დოვლათის განაწილების ჭეშმარიტად სწორ, სამართლიან წესამდე.

 


ლიტერატურა:
• Аганбегян А.( 2017 ). Человеческий капитал и его главная составляющая-сфера «экономики знаний» как основной источник социально-экономического роста// Экономические стратегии. T. 19, № 3, с. 66–79.
• Бертенев С. А.( 2000). История экономических учений. М., с. 448.
• Блауг М.(1994) . Экономическая мысль в ретроспективе. Перевод анл. М.: Дело , с. 10.
• Данилов-Данильян В.И. (2009). Водные ресурсы мира и перспективы водохозяйственного комплекса России Москва, с. 10.
• Всемирная история экономической мысли (1987). т. 1. М., с. 118.
• Козловский Г. А. (редактор) (1986). Добыча полезных ископаемых . Советская энциклопедия, т.2, с. 234- 235.
• Корчагин Ю. А., Маличенко И. П. (2020). Инвестиции и инвестиционный анализ. — Ростов-на-Дону: Феникс, с. 76.
• Майбурд Е (1996). Введение в историю экономической мысли . М., с. 381.
• მალაშხია გ. მეტაეკონომიკა -ეკონომიკის ფილოსოფია, თბ., 1995, გვ 94-141.
• Малашхия Г. (2018). Малая экономология . Новые парадигмы экономической теории , с. 12-21.
• Малашхия Г. (2013) . Метатеория прибыли . Тб., сю 20-42 ( на англ).
• К. Маркс, ( 2001) . Капитал,М., . т. 3, ч. 1, с. 49.
• კ . მარსი , კაპიტალი, ტ.3, ნ. 1 , თბ., 1954. გვ. 31-53.
• Пирс У ( ред.) (1997). Словарь современной экономической теории Макмиллана, перевод с англ. М. , ИНФРРА-М., с.406.
• Рикардо Д. (1955). Сочинения. Перевод с англ. М., Т. I с. 35.
• Торкунов А. В. (2001). Современные международные отношения. М., 2001, с. 98.
• Смит А. (1993). Исследование о природе и причинах богатства народов, т. 1. с. 80 , М.
• Смит А ( 1962). Исследование о природе и причинах народов М., с. 644.
• Станислав Н.И. ( 2020).Факторы и типы экономического роста. Элитариум,2020,с. 122.
• Струмилин С. (1967). О цене даровых благ природы . » Вопросы экономики», № 8. с. 60- 72.  
• Хейне П. (1997). Экономический образ мышления . Перевод с англ. М., с 353.
• Экономические стратегии,журн. № 3, 2017.
• http://energetika.in.ua › section-5 5-2
• https://ru.wikipedia.org › wiki › Неф.
References:
• Aganbegyan A. (2017). Chelovecheskiy kapitaliy ego glavnaya sostavlyayushchaya-sfera «ekonomiki znaniy» kak osnovnoy istochnik sotsial'no-ekonomicheskogo rosta[Human Capital and its Main Component - the Sphere of "Knowledge Economy" as the Main Source of Socio-Economic Growth// Economic Strategies. T. 19, No. 3, p. 66–79.] in Russian
• Bertenev S.(2000). Istoriya ekonomicheskikh ucheniy [History of Economic Doctrines. M., p. 448.] in Russian.
• Blaug M. (1994). Ekonomicheskaya mysl v retrospektive[Economic Thought in Retrospect. English translation. M. : Delo , With. p. 10.]in Russian.
• Danilov-Danilyan V.I.(2009).Vodnyye resursy mira I perspektivy vodokhozyaystvennogo kompleksa Rossii Moskva [Water Resources of the World and Prospects for the Water Management Complex of Russia Moscow, p. 10.] in Russian.
• Vsemirnaya istoriya ekonomicheskoy mysli (1987). [World History of Economic Thought. vol. M., p. 118.] in Russian
• Kozlovsky G.A. (1986).Dobycha poleznykh iskopayemykh .[Mining. Soviet Encyclopedia, v.2, p. 234-235] in Russian.
• Korchagin Yu. A., Malichenko IP. (2020). Investitsii iinvestitsionnyy analiz. [Investments and Investment Analysis. - Rostov-on-Don: Phoenix . With. 76.] in Russian
• Mayburd E.(1996). Vvedeniye v istoriyu ekonomicheskoy mysli . [Introduction to the History of Economic Thought. M., p. 381.] in Russian
• Malashkhia G. (1995). metaekonomika –ekonomikis pilosopia. [Metaeconomika - Philosophy of Economics, Tb., p. 99-141.] in Georgian
• Malashkhia G . ( 2018). Malaya ekonomologiya . Novyye paradigmy ekonomicheskoy teorii. [Small Economics. New Paradigms in Economic Theory, 2018 p. 12-21.] in Russian
• Malashkhia G. ( 2013). Metatheory of Profit. Tb. p. 20 -.42.
• K. Marx (2001). Kapital[Capital M., t. 3, part 1, p. 49.9]in Russian
• K. Marx, (1954) kapitali,[Capital, Vol. 3., n., 1 p. 31-53 /] in Georgian
• PEARCE Y. (Editor) (1997). Slovar sovremennoy ekonomicheskoy teorii Makmillana [Macmillan's Dictionary of Modern Economic Theory. translated from English, INFRRA-M., With. 406.] in Russian
• Ricardo D. (1955). Sochineniya. [Works. Translation from English. M., , T. I p. 35.] in Russian
• Torkunov A.V. ( 2001). Sovremennyye mezhdunarodnyye otnosheniya. [Modern International Relations. M., p. 98.] in Russian
• Smith A. (1993). Issledovaniye o prirode i prichinakh bogatstva narodov. [Research on the Nature and Causes of the Wealth of Nations. Translation from English. M., v.1, p. 80.] in Russian
• Smith A. (1962). Issledovaniye o prirode i prichinakh bogatstva narodov. [Research on the Nature and causes of the Wealth of Nations. Translation from Ingl. M., P. 644.] in Russian
• Stanislaw N.I., (2020). Faktory i tipy ekonomicheskogo rosta. [Factors and Types of Economic Growth. Elitarium 2020, p. 122.] in Russian 
• Strumilin S. (1967). O tsene darovykh blag prirody. [About the Price of Nature's Gifts. "Problems of Economics", 1967. No. 8. p. 60–72.] in Russian
• Heine P. (1997). Ekonomicheskiy obraz myshleniya. [An Economic Way of Thinking. Translation from English. M., 1997, p. 8] in Russian
• Ekonomicheskiye strategii. [Economic Strategies. Magazine No. 3. 2017 ТАСС, 10 февраля 2021.] in Russian
• 2017. http://energetika.in.ua › section-5 5-2
• https://ru.wikipedia.org › wiki › Неф.